დასრულდა ტრენინგი.ცოტა არ იყოს, გული დამწყდა.მივეჩვიე ჩემს ჯგუფს და ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ხელმძღვანელს-ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.
მეცხრე დღეს შევაჯამეთ ერთმანეთის ნამუშევრები.თითოეულმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, October 1, 2016
Sunday, September 25, 2016
დღე მერვე
დავსრულეთ პროცედურებზე მუშაობა.გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას,რომელიც შევასწორეთ და შევავსეთ.შევადგინეთ ონლაინ კითხვარი ფასილიტაციისათვის.ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.
Saturday, September 24, 2016
მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ პროცედურებზე.განვიხილეთ პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი თეორიის შესახებ და შევქმენით დიფერენცირების კითხვარი.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება.
ჩვენმა ტრენინგის ხელმძღვანელმა დავალებად მოგვცა ერთმანეთის ბლოგზე კომენტარების გაკეთება.
ჩვენმა ტრენინგის ხელმძღვანელმა დავალებად მოგვცა ერთმანეთის ბლოგზე კომენტარების გაკეთება.
ტრენინგის მეხუთე დღე
განვიხილეთ დავალებები.ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე,მოსწავლის ნაცვლად შევქმენით ნაშრომი.გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებებისდაცვის შესახებ . ვისწავლეთ google_ში სურათების მოძიება და გამოყენებულ ლიტერატურაში ჩასმა,ასევე სურათების გადმოწერა.
ჩვენმა ხელმძღვანელმა დავალებად მოგვცა დასაწერად ფაქტები და აღმოჩენები და დასკვნები.
ჩვენმა ხელმძღვანელმა დავალებად მოგვცა დასაწერად ფაქტები და აღმოჩენები და დასკვნები.
ტრენინგის მეექვსე დღე
წავიკითხეთ
დავალებები.შევედით ვიუვერში და გადავედით რესურსებში.ვიხილეთ მისი ერთ-ერთი ნიმუში.
ასევე შევედით
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაზე,გავეცანით კრიტერიუმებს,რომელიც აფასებს ჩვენს პროექტს.შევედით
სასწავლო პროექტის გეგმებში და შევაფასეთ მიზნები.
გავხსენით
შეფასების რუბრიკა ჩვენი პრეზენტაციისთვის, გავეცანით მის კრიტერიუმებს და შევავსეთ.
ჩვენმა ხელმძღვანელმა
დავალებად მოგვცა პროცედურების დაწერა.
Sunday, September 11, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
ჩფასების ხუთ მიზანს,რომელიც მოვიძიეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაში.თითოეულ მიზანს შევუსაბამეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.
ჩვენმა ხელმძღვანელმა მოგვცა შემდეგი დავალებები:კითხვების დასრულება,ყველა მიზნისთვის შესაბამისი აქტივობების დაწერა,სტრატეგიის:ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე, დასრულება.
ჩვენმა ხელმძღვანელმა მოგვცა შემდეგი დავალებები:კითხვების დასრულება,ყველა მიზნისთვის შესაბამისი აქტივობების დაწერა,სტრატეგიის:ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე, დასრულება.
Saturday, September 10, 2016
ტრენინგის მესამე დღე
გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს და შევამოწმეთ იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების სტანდარტების. გამოვკვეთეთ სტანდარტების შესაბამისი
მიზნები,რომლის შეფასებაც შეიძლება.
გავეცანით ზოგად, შინაარსობრივ და თემატურ კითხვებს და ვნახეთ შესაბამისი ნიმუშები.ჩვენმა ხელმძღვანელმა დავალებად მოგვცა ამ კითხვების შედგენა.
Sunday, September 4, 2016
ტრენინგის მეორე დღე
გავეცანით ერთმანეთის პროექტის იდეებს.დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.მოვიძიეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები შევიტანეთ გეგმაში. ამასთანავე,გავიგეთ,რომ ისეთი ინდიკატორები უნდა შევარჩიოთ, რომლის შეფასებასაც შევძლებთ. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო დრაივზე.გავეცანით ეროვნული სასწავლო პორტალის მისამართს(NCP.GE).
Saturday, September 3, 2016
ტრენინგის პირველი დღე
პირველი დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.გავიგეთ ბევრი რამ პროექტის შესახებ. პროექტის იდეის გაცნობისას გამოვკვეთეთ მისი ძირითადი მახასიათებლები. გავეცანით საიტს ინტელვიუვერს,საიდანაც გავიგეთ,რომ ამ საიტის მეშვეობით შესაძლებელია პროექტის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიპოვოთ.ასევე შევქმენით საქაღალდეები და პროექტის პორტფოლიო.
ჩვენმა ტრენერმა,მანანა კვინიკაძემ, მოგვცა დავალებად პროექტის შინაარსის დაწერა.
ჩვენმა ტრენერმა,მანანა კვინიკაძემ, მოგვცა დავალებად პროექტის შინაარსის დაწერა.
Subscribe to:
Posts (Atom)